სხვა ზღვების მსგავსად
წყალმცენარეები შავ ზღვაშიც
ხარობენ. ეს ცოცხალი ორგანიზმები, როგორც ჟანგბადის წარმომქმნელები,
წყლის სამყაროში არსებული კვებითი
ჯაჭვის საწყის რგოლს
შეადგენენ. შავი ზღვის
წყალმცენარეების მიერ
წარმოქმნილი
ნივთიერებების ოდენობა გაცილებით
აღემატება დედამიწის ბევრი ზღვის
წყალმცენარეების მიერ წარმოქმნილს. შავი ზღვის იმ ნაწილებში,
სადაც სინათლე აღწევს, წყალმცენარეები მრავლადაა, შესაბამისად, ამ ადგილებში მეტია განზავებული ჟანგბადი. ზღვის
ზოგიერთ წყალმცენარეს, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის, ადამიანი საკვებად იყენებს. არსებობს ეკონომიკური ღირებულების მქონე წყალმცენარეებიც, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, ფარმაკოლოგიაში, სოფლის მეურნეობაში, კოსმეტიკასა
და ქიმიურ მრეწველობაში.
ძირითადი ბიოლოგიური მახასიათებლები: მორფოლოგიური თავისებურებების
გამო, შავი ზღვის წყალმცენარეების საარსებო არეები განსხვავებულია.
ერთუჯრედიანი წყალმცენარეები ყველაზე მეტად გავრცელებული მცენარეებია წყალმარჩხ სანაპირო ზოლში. მათ არ აქვთ ყვავილები, ღეროები, ფესვები და ფოთლები. არსებობს
მათი უამრავი ნაირსახეობა. ისინი,
როგორც ფიტობენთოსი, ზღვაზე არიან დამოკიდებულნი და ყველანაირ გარემოში ხარობენ, სადაც კი სანაპირო ქვებზე, კლდეებზე, ზღვის მოლუსკებსა თუ ზვირთმკვეთებზე მოჭიდებას შეძლებენ.
ფიტობენთოსური ორგანიზმები ძალიან მცირე ზომისაა, ისინი ერთი უჯრედისგან შედგებიან და
მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ისინი გვხვდება ზღვის ფსკერზე, ქვიშასა
თუ ქვებზე. ფიტოპლანქტონი
ზღვის
მხოლოდ
იმ ადგილებში
არსებობს, სადაც შუქი აღწევს. მისი ოდენობა მცირდება,
თუ, წყლის
დაბინძურებისა თუ ამღვრევის გამო, სინათლის
ნაკადი იკლებს. ერთუჯრედიანი წყალმცენარეები საარსებოდ აზოტისა და ფოსფორის შემცველ საკვებ ნივთიერებებს საჭიროებენ.
ეს ქიმიური ელემენტები უჯრედის მეტაბოლიზმისთვისაა მნიშვნელოვანი.
ზღვის ყვავილოვანი
წყალმცენარეები ძირითადად
სანაპირო წყლების
ქვიშიან ფსკერზე
ხარობენ და მდელოსებრ ერთობას ქმნიან, რის გამოც მათ ზღვის მდელოებსაც უწოდებენ. ისინი ჰიდროგამიით
მრავლდებიან,
ანუ მათი
დამტვერვა წყალქვეშ მიმდინარეობს. ზღვის ყვავილოვანი წყალმცენარეების
6
სახეობიდან ყველაზე გავრცელებულია ზოსტერა. ზღვის მდელოებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ეკოლოგიური გარემოს წონასწორობის შენარჩუნებაში: თავიანთი ფოთლებით ისინი ასუსტებენ ტალღების სიმძლავრეს, ფესვებით კი ფსკერს
მდგრადობას უნარჩუნებენ.
ბენთოსის
წყალმცენარეები
უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ეკოსისტემისთვის. ისინი კვებითი ჯაჭვის პირველ რგოლს შეადგენენ. მათი
მთავარი ფუნქცია ფოტოსინთეზია. გარდა ამისა, ისინი საკვებით და თავშესაფრით უზრუნველყოფენ ფსკერის წვრილ თევზებს, კიბოსნაირებს და მოლუსკებს და იცავენ მათ მტაცებლებისაგან.
შავი ზღვის სანაპირო, სადაც ფართოდაა გავრცელებული ერთუჯრედიანი წყალმცენარეები (ფოტო თანამგზავრიდან)
41
საფრთხეები: საარსებო გარემოს ანუ ჰაბიტატის
დაკარგვა ფიტობენთოსურ სახეობათა
წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. უნდა ითქვას, რომ ადამიანის
საქმიანობის შედეგად ზღვის სანაპირო წყლების
დაჭაობება (ევტროფიკაცია) და
სანაპირო ზოლის რღვევა უარყოფითად აისახება ერთუჯრედიანი წყალმცენარეების მრავალფეროვნებაზე და, გარკვეულ შემთხვევებში, მათ სრულ განადგურებას იწვევს.
საკვები ნივთიერებები უმნიშვნელოვანესია ერთუჯრედიანი წყალმცენარეებისა და
ფიტოპლანქტონის ზრდა-განვითარებისთვის. თუმცა მოჭარბებული საკვები ნივთიერებები სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეკოსისტემას. ერთ-ერთია ევტროფიკაცია. ეს არის მოვლენათა ჯაჭვი, როდესაც საკვები
ნივთიერებებით მდიდარი
საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენები
დიდი ოდენობით
ჩაედინება ზღვაში. შედეგად კი, ფიტოპლანქტონი და წყალმცენარეები მომეტებულად მრავლდებიან. შავ ზღვაში ევტროფიკაცია
გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამან იმოქმედა ფიტოპლანქტონის სიმჭიდროვეზე, სახეობათა მრავალფეროვნებასა და
სეზონურ ციკლებზე. ეს არასასურველი ცვლილებები კვებითი ჯაჭვის
ზედა რგოლებსაც შეეხო
და შავი ზღვის ჯანსაღი ეკოსისტემა დაარღვია. საკვები ნივთიერებების მატებამ უარყოფითად იმოქმედა ზღვის მდელოებზეც. აზოტისა და ფოსფორის მოჭარბების შედეგად გაიზარდა ფიტოპლანქტონის
პოპულაციები და ჩამუქდა წყლის სივრცე. ამას ემატება
ერთი გარემოებაც: წყალმცენარეების ერთ-ერთი წარმომადგენელი „ეპიფიტი“ ზღვის მდელოების მცენარეთა ფოთლებში ცხოვრობს, რითაც აბრკოლებს ფოტოსინთეზისთვის საჭირო სინათლის ფოთლებამდე
მიღწევას.
ზოსტერა ერთ-ერთი
ყველაზე გავრცელებული ყვავილოვანი
მცენარეა შავ ზღვაში.
შორეულ წარსულში მას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, კერძოდ, საქონლის საკვებად იყენებდნენ.
ზღვის მდელოების მცენარეებით ტენიდნენ ბალიშებს და ფუთავდნენ მყიფე საგნებს. დღესდღეისობით ზოსტერას სახეობებს
სხვადასხვა საერთაშორისო კონვენცია ( მაგ., „ბერნის კონვენცია“) იცავს.
დაცვა: შავი ზღვის წითელ წიგნში (1997 წ.) შევიდა წყალმცენარეთა რვა სახეობა, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. მათ დასაცავად საჭიროა, შეწყდეს სანაპირო
ზოლის
დაბინძურება და შემცირდეს
აზოტისა და ფოსფორის შემცველობა, რომ თავიდან ავიცილოთ წყლის სივრცის
ჩამუქება. მოკლედ
რომ ვთქვათ,
უნდა გაუმჯობესდეს არსებული ეკოლოგიური პირობები. გარდა ამისა, წყალმცენარეებით მდიდარი ზონები „ზღვის დაცულ ტერიტორიებად“ უნდა გამოცხადდეს. შედეგად, არსებულ სახეობებს შეუნარჩუნდება ჯანსაღი საარსებო გარემო, იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გენეტიკური მრავალფეროვნება კი დაცული იქნება. ამით თავიდან ავიცილებთ
მრავალ ეკოლოგიურ პრობლემას.
უკრაინის მთავრობამ აამოქმედა ხელშეკრულებები წითელი
წყალმცენარეების საარსებო გარემოს დასაცავად.
შავი ზღვის წითელი წიგნი
No comments:
Post a Comment